თბილისის საკრებულოსა და "სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის თვითმმართველი ორგანო ვალდებულებას იღებს, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე შესაბამისმა კომისიებმა აქტიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო ფონდთან გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდების მინიჭების მიზნით.
ასევე, იმისთვის, რომ წარმატებული ქართველი სპორტსმენების ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს.