01 ოქტომბერი 2026,   02:58
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პოლონეთის ტურისტული კომპანიებისთვის ინფო-ტურს მართავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული კომპანიებისთვის ინფო-ტურს მართავს. ტურის ფარგლებში, საქართველოს, 12 პოლონელი ტურ ოპერატორი ეწვია.

ისინი ქართველ კოლეგებს და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"პოლონეთიდან ჩამოსული იყვნენ ტურისტული კომპანიები, რომლებსაც შევხვდით და გავაცანით ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ამ კუთხით განვითარებას", - განაცხადა "BTL Georgia”-ს წარმომადგენელმა სალომე ბეთანიშვილმა.

პოლონელი ტუროპერატორის ანჟელა ვიცუკის განცხადებით, საქართველოს შესახებ ძელიან ბერი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი პოლონელი ტურისტის ჩამოსვლას.

"საქართველოში პირველად ვარ, აღფრთოვანებული ვარ აქაურობით. ამ შეხვედრის შედეგად, უამრავი კონტაქტი მოვიძიეთ. პოლონელი მოგზაურები ელოდებიან ჩვენს შეთავაზებებს, რადგან მათ სურთ მოინახულონ საქართველო, ზოგმა არ იცის, როგორ ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენ დავეხმარებით, რომ იმოგზაურონ ამ ულამაზეს და უსაფრთხო ქვეყანაში. საქართველოში ძალიან თბილი ხალხია", - განაცხადა პოლონელმა ტუროპერატორმა ანჟელა ვიცუკმა.

დღის ამბები