საქართველოს განათლების მინისტრმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
ფორუმზე წარდგენილი იყვნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
ღონისძიების მთავარი მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს დამსაქმებლები და წარმატებული სტუდენტები, შემდგომი დასაქმების ან სტაჟირების მიზნით.