"ლიბერალიზმი და მისით უკმაყოფილონი" - თბილისში ფრენსის ფუკუიამას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ქართული გამოცემა მკითხველებს თავად ავტორმა გააცნო.
პროფესორ კეტრინ სტონერის მოდერატორობით შედგა დისკუსიაც. შეხვედრას საექსპერტო, სამეცნიერო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფრენსის ფუკუიამა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. ის ჟურნალ "ამერიკული მიზნის " დამფუძნებელი და წიგნების " ისტორიის დასასრული" და "პოლიტიკური წესრიგის სათავეებთან" ავტორია.
ავტორი : მაია გრიგოლია