"წამალი ბავშვებს" - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობელთა და მათ მხარდამჭერთა პროტესტი გრძელდება. მათი ნაწილი ამ დრომდე რჩება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.
გუშინ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. შეხვდნენ საქართველოს პრეზინდეტთაც. პროტესტის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორი-ტიდის" შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.
ჯანდაცვის სამინისტრო დემონსტრანტებს დაპირდა, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით პაციენტების უზრუნველყოფა, ისინი საქართველოში მისი შემოტანის პროცედურებს დაიწყებენ.
ავტორი: მაია გრიგოლია