განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ 53 წლის მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მოგვიანებით, მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.
დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაკავებულმა მისივე ასაკის მეზობელი ავტომატით ჩაცხრილა. ადგილობრივები დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ, რომელიც წლების წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
დაკავებულს, მკვლელობასთან ერთად, იარაღის უკანონო შეძენა შენახვა-ტარებასაც ედავებიან.