საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი ქართული მედიის მიერ გაშუქებულ ახალ და პოლიტიკურ ამბებს ენდობიან ყველაზე მეტად, საზოგადოების 35% "იმედს" ასახელებს, 26% "რუსთავი 2"-ს, 24% კი ტელეკომპანია "პირველს".
მოქალაქეებს 2 ტელეკომპანია უნდა დაესახელებინათ.
"იმედი" - 35% (28%-ის პირველი არჩევანი, 7%-ის მეორე არჩევანი)
"რუსთავი 2" - 26% (9%-ის პირველი არჩევანი, 17%-ის მეორე არჩევანი)
"მთავარი არხი" - 23% (14%-ის პირველი არჩევანი, 9%-ის მეორე არჩევანი)
ტელეკომპანია "პირველი" - 24% (11%-ის პირველი არჩევანი, 13%-ის მეორე არჩევანი)
"ფორმულა" - 8% - (3%-ის პირველი არჩევანი, 5%-ის მეორე არჩევანი)
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 6% (3%-ის პირველი არჩევანი, 3%-ის მეორე არჩევანი)
"პალიტრანიუსი" - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, <1%-ის მეორე არჩევანი) 4
"ობიექტივი"- 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)
POSTV - 3% (<1%-ის პირველი არჩევანი, 2%-ის მეორე არჩევანი)
"ალტ-ინფო" - 2% (<1%-ის პირველი არჩევანი, 1%-ის მეორე არჩევანი)
სხვა - 9% (4%-ის პირველი არჩევანი, 6%-ის მეორე არჩევანი)
არცერთი - 23%
არ ვიცი / უარი პასუხზე - 2%
კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.