საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში ჩატარდა. სხვადასხვა საკითხს შორის, IRI დაინტერსდა მოსახლეობის რამდენი პროცენტი ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
კითხვაზე - ემხრობით თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:
სრულად ვემხრობი - 65%
ვემხრობი - 15%
არ ვემხრობი - 9%
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.