არიები მე-17-18 საუკუნეების კომპოზიტორების შემოქმედებიდან, "თბილისის სიმფონიეტას" შესრულებით, - კამერული ორკესტრი, "ბაროკოს მუსიკის კონცერტებით" და "ძველებური ცეკვების" განახლებული პროგრამით, ფინეთში გაემგზავრა.
ცნობილი არიები "თბილისის სიმფონიეტას" სოლისტების შესრულებით. "ძველებური ცეკვები", პირველად თბილისის ბაროკო ფესტივალზე 5 წლის წინ შესრულდა და მსმენელის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მას შემდეგ, ნაწარმოებმა საქართველო და მსოფლიო მოიარა.
საკონცერტო პროგრამა, 18 სხვადასხვა მუსიკალურ ნომერს მოიცავს. იტალიური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური "ძველებური ცეკვები" ერთ საორკესტრო სიუიტაში გაერთიანდა. "თბილისის სიმფონიეტა" ერთადერთი ორკესტრია ამიერკავკასიაში, რომელიც ბაროკოს ინსტრუმენტებზე უკრავს.
"თბილისის სიმფონიეტა" ფინეთში ორ კონცერტს გამართავს. "ძველებური ცეკვები" ორკესტრის შესრულებით, ქალაქ რაუმაში წმინდა ჯვრის მონასტერში აჟღერდება. ევროპული საკონცერტო ტურნეს ფარგლებში, ქართველ შემსრულებლებს, ქალაქ ჰელსინკიში კამერატა ჰოლის დარბაზიც უმასპინძლებს.