01 ოქტომბერი 2026,   11:15
ვრცლად
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს სურს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს სურს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. შესაბამისი განცხადება დაკავებულის მამამ და აქციის კიდევ ერთმა ბრალდებულმა მონაწილემ, თორნიკე აკოფაშვილმა პარლამენტის წინ გააკეთეს.

მათ წარადგინეს ერთობლივი პეტიცია, რომლითაც ითხოვენ გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე დავა მიმდინარეობს. კიდევ ერთი მოთხოვნაა, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლდეს გირაოს სანაცვლოდ.

"ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ ჩემი ბიჭი იყოს გათავისუფლებული გირაოთი და ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ ის. ამისთვის კანონპროექტში პატარაა ცვლილებაა შესატანი, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლონ ჩემი ბიჭი," - აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი. 

 

 

დღის ამბები