2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი 250 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის ექსპორტი გაზრდილია ისეთ სტრატეგიულ ქვეყნებში როგორებიც არიან: აშშ, პოლონეთი, ლატვია, იაპონია, გერმანი და ა.შ.
"არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გამო, წლის პირველ ნახევარში ჩვენ გვქონდა ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება, თუმცა მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და 2022 წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი 250 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო.
ღვინის ექსპორტი გაზრდილია ისეთ სტრატეგიულ ბაზრებზე როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები - 28%-ით, პოლონეთი - 32%-ით, ლატვია - 20%-ით, იაპონია - 68%-ით, გერმანია - 34%-ით და ა.შ." - აცხადებს ოთარ შამუგია.