29 სექტემბერი 2026,   09:40
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი ახალი პროექტის "ცენტრალ პარკ თაუერსის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ორბი ჯგუფის" მიერ ხორციელდება

ეკონომიკის მინისტრი ახალი პროექტის "ცენტრალ პარკ თაუერსის" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც თბილისში, ყაზბეგის გამზირზე "ორბი ჯგუფის" მიერ ხორციელდება. ასევე გაიმართა კომპანიასა და "რედისონ ბლუ-ს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი.

"ცენტრალ პარკ თაუერსი" 1500 ნომრიანი, ოცდახუთი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბია, სადაც 150 ნომერზე სწორედ "რედისონ ბლუ" დაიწყებს ოპერირებას.

დაგეგმილია 2 წლის განმავლობაში 300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. პროექტის ფარგლებში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"ასეთი ტიპის პროექტები არა მარტო საინვესტიციო კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ ქმნიან ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურიზმისთვის. იმიტომ, რომ ეს არის სასტუმრო "კასტერი", თვისთავად ეს არის ორიგინალური პროქტი და პირველად საქართველოში განხორციელდება, სადაც ერთი ბრენდული სასტუმროს  "რედისონ ბლუს" გვერდით იქნება 10 სხვადასხვა სასტუმრო წარმოდგენილი სხვადასხვა მფლობელის ქვეშ, მაგრამ იქნება გაერთიანებული, საერთო, მულტიფუნქციური სივრცეები, რომლითაც სასტუმროს სტუმრები ისარგებლებენ. ვფიქრობ, ეს ინოვაციური პროექტი ნამდვილად შექმნის ახალ მიზიდულობას და ჩვენს ქვეყანაში ახალ ნაკადებს გააჩენს ტურისტულს," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები