14 ივნისი 2026,   09:29
ვრცლად
შვილი მამის ცხედარს რამდენიმე დღე მალავდა - დეტალები თერჯოლაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ამბავზე

რა გახდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ღვანკითში მომხდარი სასტიკი მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია - თუმცა როგორც ირკვევა, მოკლული მამაკაცი რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც მეზობლები დაინტერესდნენ, სად იყო 57 წლის კაცი, რაზეც შვილმა მათ უპასუხა, რომ მამა სახლიდან გავიდა და უკვე რამდენიმე დღე იყო, რაც აღარ უნახავს. ამან მეზობლებში ეჭვი გააჩინა, სახლში შესულებს კი, მამაკაცი საწოლში დახვდათ მოკლული.

ცნობისთვის, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა საწოლში, მძინარე მდგომარეობაში მოკლა. "კურიერის" ინფორმაციით, შვილმა 60 წლამდე მამაკაცს დაზიანებები ნაჯახით მიაყენა. ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა ის სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

 

დღის ამბები