ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმე სტრასბურგში მიდის. "საფარმა" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით მიმართა. ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვანების უფლებები ირღვეოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოსგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს. ეს არის წამებისა და არაადამიანური-დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.