სამგორის რაიონში ახალი სკვერის მოწყობის პროექტირება დასრულებულია. პროექტი თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე მომზადდა.
სკვერი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 200 კვ.მეტრის ფართობზე მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია გამწვანდება. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე იქნებიან ჩართულნი.