28 სექტემბერი 2026,   10:10
ვრცლად
სანავსადგურე სექტორში "საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" დანერგვის პროცესი მიმდინარეობს

სანავსადგურე სექტორში "საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის" დანერგვის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ნავსადგურების გაციფრულების პირველი ფაზის გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

პროცესი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ამერიკის საელჩოს და შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და ამერიკის ელჩი დაესწრნენ.

"ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს ნავსადგურების და ზოგადად საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს და ე.წ. შუა დერეფნების კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც შუა დერეფნის მიმართ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ცენტრის მიმართ ინტერესი საერთაშორისო დონეზე გაზრდილია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეფექტური, მაქსიმალურად უფრო მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზება შევძლოთ. ჩვენ დავნერგავთ ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს როგორც ლოგისტიკური ჰაბი," - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი

დღის ამბები