ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ინიციატივით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ანსამბლი რუსთავი მონაწილეობდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ შვილობილებს, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვას მოხმარდება. ფონდი 2011 წელს დაფუძნდა და დღემდე 700 ზე მეტ ბავშვს დაეხმარა.