01 ოქტომბერი 2026,   06:11
ვრცლად
წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, რომელმაც ბაღდათში 1 პირი მოკლა, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ემუქრება 

მკვლელობა ბაღდათის მუნიციპალიტეტში- გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი, დაჭრა.

დავა თანხის გამო დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1963 წელს დაბადებული მამაკაცი უკვე დააკავა, ის წარსულში ნასამართლევია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ექიმის განცხადებით, პაციენტი, რომელიც შეყვანილი იქნა კლინიკაში, ჩაუტარდა მსუბუქი ქირურგიული ჩარევა, რის შემდეგაც კი 1 საათში ის კლინიკიდან გაწერეს. 

"სასწრაფო დახმარების მიერ 12:50 წუთზე შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებით ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება და ერთ საათში პაციენტი გეწერა,"-აცხადებს ექიმი გიორგი მეფისაშვილი.

დღის ამბები