სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა, ვენახები და სავარგულები მნიშვნელოვნად დაზიანდა სოფელ დიდ და პატარა ჩაილურში, მანავში, ყანდაურასა და ბადიაურში.
სეტყვასთან ერთად, რეგიონში იყო ქარიშხალი. დაზიანდა, შიდა საუბნო გზები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. საგარეჯოს მერის განცხადებით, ზარალის აღრიცხვა უკვე მიმდინარეობს.