04 ოქტომბერი 2026,   12:50
ვრცლად
პოლონეთის საელჩოსთან, "პროფესიული კავშირების გაერთიანებამ" გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა

პოლონეთის საელჩოსთან, "პროფესიული კავშირების გაერთიანებამ" გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა.

აქციის პარალელურად მონაწილეებმა წერილი შეიტანეს საელჩოში, სადაც სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას.

რამდენიმე კვირაა, რაც ნამუშევარი თვეების ანაზღაურების მოთხოვნით გერმანიაში 50-მდე ქართველი მძღოლი გაფიცულია. მათი დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა.

პროფკავშირებმა საქმეში ჩართო ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის, გერმანიის და ჰოლანდიის პროფკავშირები.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანკფურტში გაფიცულ 200-მდე მძღოლს. დღეს ჩვენ მოვედით, რომ წერილი შევიტანოთ პოლონეთის საელჩოში, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რაც კანონით მინიჭებულია და ამ ხალხს დროზე მისცეს იმ დამსაქმებელმა, სამივე პოლონურმა კომპანიამ კუთვნილი ხელფასები," - აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია.

დღის ამბები