04 ოქტომბერი 2026,   16:51
ვრცლად
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები