უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, დავით ქუჩუკიანს სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ. ის უკრაინაში, საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს გავრცელდა.
ცნობილია, რომ დავით ქუჩუკიანი გამოცდილი ჯარისკაცი იყო. ის სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.