01 ოქტომბერი 2026,   03:37
ვრცლად
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება. ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შესაბამისი კანონპროექტი  საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის პირველ იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.  

დღის ამბები