01 ოქტომბერი 2026,   07:23
ვრცლად
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა ჭავჭავაძე-ასათიანის კვეთაზე მოხდა. ადგილზე, სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები