9 აპრილი არის ჩვენი ხალხის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და გმირობის მაგალითი,-აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს განვითარებაში.
"9 აპრილი არის ჩვენი ხალხის ერთიანობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის და გმირობის მაგალითი.
ტრაგედიამ, რომელიც 9 აპრილის თარიღად ჩაიწერა, უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ, გლოვის ნაცვლად ეს დღე იქცა გამარჯვების დღედ.
პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ,"-ნათქვამია განცხადებაში.