14 ივნისი 2026,   09:28
ვრცლად
ღამით, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო სადგურის მიმდებარედ - "კურიერის" ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის კუთვნილი ავტომობილი გაიტაცა

ღამით, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო სადგურის მიმდებარედ. სამართალდამცველები, გამტაცებელს ეძებენ. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით, შეიარაღებული პირის გაჩერება სცადა, რომელიც მოთხოვნას არ დაემორჩილა.

როგორც "კურიერმა" გაარკვია, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის კუთვნილებაში არსებული ავტომანქანა გაიტაცა, მოგვიანებით კი ავტომობილი ე.წ. იტალიურ ეზოში დატოვა და ადგილიდან მიიმალა.

გამტაცებელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ის სამართალდამცავების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები