01 ოქტომბერი 2026,   04:06
ვრცლად
წყნეთში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წყნეთში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ეტაპისთვის იგება ორფენიანი ასფალტის საფარი.

სულხან-საბა ორბელიანზე უკვე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო გზის საფუძველი და ბორდიურები.

"სრულად იქნა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელებული, უკვე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება, რაც იყო და არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გარემო და ინფრასტრუქტურა იყოს გაუმჯობესებული," - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე.

დღის ამბები