"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2010-2022 წლებში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია.
ორგანიზაციის ცნობით, იმპორტის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, იმპორტში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების შუამავალი კომპანიები არიან ჩართულები, რაც ელექტროენერგიას აძვირებს.
კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული.