ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დეპუტატ კახაბერ ოქრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციის მაჩვენებელი უნდა გამოაკლდეს.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეს არათუ ყოველგვარ ეკონომიკურ შინაარსს არის მოკლებული, არამედ პოპულისტური გამოსვლისთვისაც კი ვერ გამოდგება, იმდენადაა აცდენილი ელემენტარულ ეკონომიკურ პრინციპებს.
პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "ინფლაციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა მინუსშია".
"დღეს გამოქვეყნდა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს შეადგენს. თუმცა, როგორც წესი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისას საკმაოდ კონსერვატიულები არიან.
2022 წელი, როდესაც მისივე თქმით, წლის დასაწყისში საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 3%-იან ზრდას ელოდნენ, თუმცა წლის განმავლობაში ეს პროგნოზები რამდენჯერმე გადაიხედა და რეალური ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა.
ოქრიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომელიც რეალურ ეკონომიკურ ზრდას ინფლაციას აკლებს, ყოვლად გაუგონარი ფენომენია და ელემენტარული ეკონომიკის პრინციპების ცოდნის შემთხვევაში მსგავსი დაშვების გაკეთებაც კი წარმოუდგენელია.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მაჩვენებლები, რომელსაც საქართველო ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აფიქსირებს, ერთ-ერთი გამორჩეულია.
ანალოგიურად გამორჩეულად დაიწყო 2023 წლის პირველი ორი თვეც – იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.1%-ს შეადგენს,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.