გრაფიკული დიზაინი და ციფრული მარკეტინგი - ეს იყო ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი საკითხი.
ღონისძიებაზე ყურადღება ტექნოლოგიებში გოგონების ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. რამდენიმე მონაწილე ქალმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ინოვაციური პროექტიც წარუდგინა.
შეხვედრა თელავის ტექნოპარკში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩიც ესწრებოდა.