საბურთალოს ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და პარტიის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, მედიამკვლევარი მარიამ გერსამია მუშაობას "საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველოში" განაგრძობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარიამ გერსამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მედიაპროექტებს უხელმძღვანელებს. ის ნდობისთვის მადლობას უხდის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ეკა გიგაურს და გიორგი ონიანს.
"ამიერიდან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შესანიშნავ გუნდთან ერთად გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას და ვუხელმძღვანელებ მედიაპროექტებს. ძალიან დიდი მადლობა ეკა გიგაურს და გიორგი ონიანს ნდობისთვის და მათი იმ შემართებისთვის, რომელიც საქართველოს განვითარებას დღეს ასე სჭირდება," - წერს მარიამ გერსამია Facebook-ზე.