01 ოქტომბერი 2026,   01:11
ვრცლად
65 000 ლარიანი ჯარიმა შავი ზღვის დაბინძურებისთვის - ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობის შემცველი სითხე ჩაღვარა

65 000 ლარიანი ჯარიმა შავი ზღვის დაბინძურებისთვის - ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ ჩადენილი კანონდარღვევა გარემოსდამცველებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გამოავლინეს.

მათი მონაცემებით, ხომალდმა ზღვაში დიდი რაოდენობით ნავთობის შემცველი სითხე ჩაღვარა.

ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცა.

დღის ამბები