2023 წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება. განსაკუთრებული სამზადისია თბილისის ქუჩებში. საახალწლო გალა კონცერტები სამ ადგილას - გლდანში, ძველ თბილისსა და ვარკეთილში გაიმართება. იქამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ღამის 11 საათამდე ერთ-ერთი მთავარი ადგილი ორბელიანების მოედანია, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი. იქ განსაკუთრებული გარემოა ბავშვებისთვის.