04 ოქტომბერი 2026,   22:36
ვრცლად
ვინც ყველაზე უფრო წარმატებულად გაართვა თავი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას, ამ ადამიანს პრეზიდენტი არ სწყალობს - ირაკლი ქადაგიშვილი ცესკოს წევრთა კანდიდატებზე

დაამტკიცებს თუ არა ამჯერად პარლამენტი პრეზინდეტის მიერ კიდევ ერთხელ წარდგენილ ცესკოს წარმომადგენელთა კანდიდატურებს.

მმართველი გუნდი წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ სიაში ცესკოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსულებელი გიორგი კალანდარიშვილი ვერც ამჯერად მოხვდა.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი შაიშმელაშვილი და ნანული ბებია, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი ორი კანდიდატი რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაასახელა.

რაც შეეხება ცესკოს მეორე წევრის თანამდებობას, პრეზიდენტის განკარგულებით, ცხადდება კონკურსი. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ კანდიდატებს მას შემდეგ შეაფასებს რაც კომიტეტზე მოსმენა გაიმართება. 

"კანდიდატების შეფასებაზე საუბარი ზედმეტია მაანამ სანამ მათ კომიტეტზე არ მოვუსმენთ. ის ადამიანი ვინც ყველაზე უფრო წარმატებულად გაართვა თავი საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას ამ ადამიანს პრეზიდენტი არ სწყალობს,"- აცხადებს ქადაგიშვილი. 

დღის ამბები