04 ოქტომბერი 2026,   22:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაცვის სურვილია ახალ წლამდე უცხოელი ექსპერტები დაიკითხონ და საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს 

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მივიდა. მისი განცხადებით, დაცვის სურვილია ახალ წლამდე უცხოელი ექსპერტები დაიკითხონ და საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს.

სააკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მან კითხვით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რატომ შეეზღუდა მისი ინფორმაციით, ყოფილ პრეზიდენტს წერილების გაგზავნის უფლება. მისივე თქმით, შეიცვალა პაციენტთან დაშვებისთვის აუცილებელი ეკიპირების წესებიც. 

"ახალი რეგულაციები დაგვახვედრეს. ზოგადად, ამ ფორმით გარკვეული რამდენიმე თვე ხდებოდა, პანდემიის შუაგული რომ იყო მეექვსე იზოლატორში, სხვაგან მსგავსი არასდროს არაფერი არ ყოფილა. შაბათ-კვირას ადვოკატები აგვიკრძალეს, წერილები ოჯახს აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა. ახლა ვარკვევთ, დიდხნიანი არდადეგები რომ არის ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

 

 

 

დღის ამბები