ყვარელში 54 მილიონის წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოები ხორციელდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს.
პროექტებით გათვალისწინებულია: ჭაბურღილებისა და რეზერვუარების, წყალმომარაგებისა და წყალარინების განახლებული ქსელის მოწყობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 35% უკვე შესრულებულია.