04 ოქტომბერი 2026,   22:20
ვრცლად
თუ ჯერ კიდე არ დაგიწყია სამზადისი, მაშინ იჩქარე

 სულ მალე 2023 წელი შემობრძანდება. მზად ხარ ახალი წლის შესახვედრად?

თუ ჯერ კიდე არ დაგიწყია სამზადისი, მაშინ იჩქარე!. მაღაზიების ციფრული პლატფორმა extra.ge ნაძვის ხეებსა და საახალწლო მოსართავებზე ფასდაკლებებს გთავაზობთ.

საიტზე ნაძვის ხეების ძალიან დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი. გასაშლელი წიწვებით თუ ნუმერაციით ასაწყობი ტოტებით, დათოვლილი, გირჩებითა და კენკრით თუ სრულიად მწვანე,  რომელსაც არ უნდა ანიჭებდე უპირატესობას ექსტრაზე ყველანაირს იპოვი, რაც გაგიხარდება.

ნაძვის ხის შერჩევისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია წიწვები. რაც უფრო გაშლილი და ხშირი წიწვები აქვს მას, მით უფრო ლამაზია.

სადა, მწვანე, ე.წ. კლასიკური ნაძვის ხე იძლევა საშუალებას ყოველ წელს სხვადასხვა ფერებში მორთოთ, უპრეტენზიოა და ყველანაირ ტენდენციას მარტივად მოარგებთ. თუ მრავალფეროვნების მოყვარული ხართ და გემოვნებაც ხასიათთან ერთად გეცვლებათ, უმჯობესია უპირატესობა სადა ნაძვის ხეზე შეაჩეროთ, რომელიც იძლევა სხვადასხვაგვარად მორთვის საშუალებას.

თუ ბუნებრივი ნაძვი მოგწონთ, მაგრამ გარემოზე ზრუნვის კუთხით, მასზე უარს ამბობთ, ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ გული არ დაგწყდეთ, ბუნებრივი ნაძვის ხის მოყვარულთათვის არსებობს ბუნებრივის დიზაინთან მიახლოებული სილიკონის ნაძვები, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ბუნებრივს.

დათოვლილი ნაძვის ხის სიყვარულით უფრო ქალაქის მაცხოვრებლები გამოირჩევიან, ვინც ნაკლებად არიან განებივრებულები თეთრ სამოსში გახვეული ნაძვის ხეებით. ასეთი ნაძვი მოსართავად უფრო პრეტენზიულია, თუმცა ჯადოსნურობის განცდა და ზღაპრის ემოციები შეაქვს სახლში.

თუ ისეთი ნაძვის ხე მოგწონთ, რომელიც ნახევრად უკვე მორთულია, გირჩებიან და კენკრიან ვარიანტზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ასეთი ტიპის ნაძვის ხე იმდენად ეფექტურია, ბევრი სათამაშო არც კი სჭირდება გასალამაზებლად. უფრო განათებებს უნდა მიანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ექსტრაზე ნაძვის ხეები ყველანაირ საფასო კატეგორიაშია წარმოდგენილი. 100 ლარშიც შეძლებ 2023 წლის ახალი ნაძვის ხით შეხვედრას და 2000 ლარშიც. ფასდაკლებები კი კარგი შანსია, იყიდო მაღალფასიანი პროდუქტი, მისაღები ღირებულებით. თან, არ დაგავიწყდეს რომ extra.ge საუკეთესო ფასის გარანტიას იძლევა. პროდუქტი რომელსაც „საუკეთესო ფასის გარანტიის“ ნიშანი აქვს, ყველაზე დაბალ ფასადაა წარმოდგენილი საიტზე, რაც ნიშნავს იმას რომ აუცილებლად უნდა იყიდო, რადგან უფრო იაფად დედამიწის ზურგზე ვერსად ვერ ნახავ. 

საიტზე შეძენილ ნივთს ექსტრას კურიერები იქ მოგართმევენ, სადაც გაგიხარდებათ. 50 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. 

ეს ერთი და სხვა მრავალი - შოპინგი ექსტრაზე ასეთი მარტივი  და სასიამოვნო არასდროს ყოფილა.

 

(R) 

დღის ამბები