ტყიბულში მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდა. აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს საჭირო ანალიზები აუღეს და სხვადასხვა პროფილის ექიმებმა შესაბამისი კონსულტაციებიც გაუწიეს. აქციაში ჩართულმა 250-მდე ადამიანმა, ჯამში 600-მდე ვიზიტი განახორციელა და მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღო.