05 ოქტომბერი 2026,   14:03
ვრცლად
პედრო სანჩესმა ესპანეთში ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩებმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

კორუფციული სკანდალებისა და სეუტას მიგრაციული კრიზისის ფონზე პრემიერ-მინისტრის წასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც პარლამენტმა საცხოვრებლის კრიზისის შესაჩერებლად წარდგენილი ორივე საკვანძო კანონპროექტი ჩააგდო.
აღნიშნულ ინიციატივებს წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მასობრივი პროტესტი, რომელიც 87 წლის მარიკარმენ აბასკალის ბინიდან გამოსახლებამ გამოიწვია.

როგორც მედია წერს, სანჩესი ცდილობს, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისი და საარჩევნო ველი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნოს და ამომრჩეველს ალტერნატივა შესთავაზოს. თუმცა, მიმდინარე გამოკითხვებით, "სახალხო პარტია“ 34%-ით ლიდერობს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სავარაუდოდ ულტრამემარჯვენე "ვოქსთან" 18%-ით შექმნის კოალიციას.

მიმართვაში სანჩესმა ამომრჩევლებს მოუწოდა, არ დაუჭიროან მხარი "ულტრამემარჯვენე ტალღას" და ხაზი გაუსვა თავისი მთავრობის ეკონომიკურ წარმატებებს, მათ შორის ევროკავშირში ყველაზე სწრაფ ზრდასა და მწვავე ენერგიტიკაში ინვესტიციებს.
მიუხედავად ამისა, მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი საცხოვრებელი ხარჯების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რის დასაძლევადაც პრემიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერას ითხოვს.

დღის ამბები