11 ოქტომბერი 2026,   15:20
ვრცლად
აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აპოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებულთა ცერემონიალი გაიმართა

აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, აპოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებულთა ცერემონიალი გაიმართა.

აპოლიტიკური აკადემიის მიზანი, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაა. აკადემია კურსის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ ლიდერული უნარჩვევები.

კურსის დასრულების შემედეგ თითოეული მონაწილე აპოლიტიკური აკადემიის საერთაშორისო ქსელის წევრი გახდება.

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულებას ულოცავს. 

"ვულოცავთ კურსდამთავრებულებს, აპოლიტიკური აკადემიის დასრულება, ეს არის სტუდენტების არაჩვეულებრივი ჯგუფი, რომლებმაც ბოლო 8 თვის განმავლობაში დრო დაუთმეს ლიდერობის უნარჩვევების განვითარებას. ყველამ ვიცით, რომ დემოკრატია ითხოვს ლიდერობას და ფართო წარმომადგენლობას, იმისთვის რომ ისმოდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის ხმა. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ახალგზარდები არიან მომავლის ლიდერები," - აცხადებს კელი დეგნანი. 

დღის ამბები