ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კალათბურთის ახალი დარბაზი სუპერლიგის პირველი თამაშით გაიხსნა. ახალციხის საკალათბურთო გუნდი საკუთარ მოედანზე ბათუმის გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა კი მცირე უპირატესობით სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა. კალათბურთის ახალი დარბაზი 300 მაყურებელზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მისი ღირებულება კი თითქმის 5 მილიონი ლარია.
"დღეს ახალციხეში ისტორია დაიწერა. შედგა პირველი საკალათბურთო თამაში. ახალციხის საკალათბურთო გუნდი ახალციხის მონაწილეობით. მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, რათა ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები და მნიშვნელოვანია ასევე, რომ დღეიდან დაიწყო საკალათბურთო აკადემიამ ბავშვების მიღება. აკადემიის ბავშვებისთვის სწავლა არის სრულიად უფასო მთელი რეგიონის, ექვსივე მუნიციპალიტეტის ფარგლებში," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა.