30 იანვარი 2023,   03:18
ვრცლად
ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალი წარედგინა - გამოძიება დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წევრს, ემირ ისას, იგივე ცისკარა ტოხოსაშვილს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიება დაკავებულს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. ბრალდება 10-დან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ტოხოსაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 7 დეკემბერს დააკავა. 2020 წლიდან ტერორიზმის ბრალდებით სასჯელს იხდის მისი ძმაც. კურიერის ინფორმაციით, ძმებ ტოხოსაშვილებს ახლო კავშირი ჰქონდათ ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაურთან, ახმედ ჩატაევთან, რომელმაც თავი 2017 წელს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიფეთქა.
 

დღის ამბები