გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ ვითარებას, მიმდინარე პროექტებს და კონკრეტული მიმართულებებით გამოწვევებს.
ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ დარგობრივი განვითარება მეცნიერული კვლევების და ანალიზის გარეშე წარმოუდგენელია
"ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობით გეგმაზე, თუ როგორი იქნება ჩართულობა მეცნიერებათა აკადემიის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და მსჯელობა. ასევე იმ სამეცნიერო კვლევითი რესურსის გამოყენება, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს."-აღნიშნა ოთარ შამუგიამ.