08 ოქტომბერი 2026,   02:29
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ესპანეთში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს მადრიდიდან ლისაბონში გადაინაცვლებს.
ესპანეთის დედაქალაქში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ემიგრანტებთან გამართა. ყურადღება გამახვილდა ქართული დიასპორის პრობლემებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით უნდა შედგეს.

ესპანეთში ოფიციალური ვიზიტი ორდღიანი იყო - ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით შეხვდა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირს და ქვეყნის დეპუტატებს.

დღის ამბები