სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო ბავშვთა კონცერტი, ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
საზეიმო კონცერტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 90-ე, ხოლო აღსაყდრებიდან 45-ე წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.