05 ოქტომბერი 2026,   10:31
ვრცლად
23 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

ტაძრებში დილიდან წირვა-ლოცვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ - 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო. 

დღის ამბები