01 ივლისი 2026,   15:02
ვრცლად
Associated Press-მა სამსახურიდან გაათავისუფლა რეპორტიორი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რუსულ რაკეტაზე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

Associated Press-მა სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.

სააგენტო პოლონეთში მომხდარიდან რამდენიმე საათში, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ ნატოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, თუმცა ის უკრაინულმა ძალებმა რუსული თავდასხმის მოსაგერიებლად გაუშვეს, მან კურსიდან გადაუხვია და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სააგენტომ გამოქვეყნებული ტექსტი ჩაასწორა, ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა კი შიდა მოკვლევის შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს. "ასოშიეთიდ პრესში" განმარტავენ, რომ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში ომის ესკალაცია შეეძლო.

დღის ამბები