ინტერნეტმმართველობის რიგით მერვე ფორუმი გაიხსნა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გახსნა.
ფორუმი 20–მდე თემატურ სესიას და გამოსვლას მოიცავს, რომელიც საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს შეეხება.
ყურადღება დაეთმობა კიბერუსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ინფორმაციის ღიაობის, საყოველთაო ინტერნეტიზაციას.ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ ინტერნეტმმართველობის საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა.