ფერმერთა დაჯილდოვებით დასრულდა „ფერმერთა დღე 2022“. ჯილდოები 11 სხვადასხვა ნომინაციაში გადაიცა - მათ შორის იყო წლის ახალგაზრდა ფერმერი, ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი.
საღამოს სასტუმრო „რუმს გარდენ ჰოლმა“ უმასპინძლა. ღონისძიებას მთავრობის, პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფერმერთა დღესთან დაკავშირებით, მანამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ქალაქში არაერთი ღონისძიება ჩატარდა.