ესპანეთის პოლიციამ 50 ტონა მარიხუანა ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ამოღებული ნარკოტიკების რეკორდული ოდენობაა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია 20 ადამიანი.
მასშტაბური ოპერაცია ივნისიდან ტარდება, ამ ეტაპზე აღმოჩენილია მარიხუანას 8 ფერმა. ესპანეთის პოლიციის მიერ ამოღებული კანაფის ღირებულება კი ჯამში 130 მილიონი აშშ დოლარია.